საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 272
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
ნ. გილაურის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტზე – „ ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2009-2012 წლებისათვის“ – მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე – „ ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2009-2012 წლებისათვის “ – საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე