,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
744
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №744

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი  1. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექ­სპორ­ტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოე­ბის ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შპს „რთველი 2008-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290) 3 250 000 (სამი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;“.

2. განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) შპს „წინანდლის ძველი მარანი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 242 722) 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით.“.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი               გ. მგალობლიშვილი               

 

კრებსითი — სრული ვერსია