საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 267
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ერგბ) მიერ ენგურჰესის მოწყობილობათა მოწოდებისა და მომსახურების გაწევისათვის გამოყოფილი საინვესტიციო გრანტის (1,567,000 ევროს) მიმღებ ორგანოდ საქართველოს მთავრობის სახელით განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე