საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №673
1999 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
მეტყევის დღის დაწესების შესახებ
საქართველოს სატყეო მეურნეობის სისტემის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლების, შრომითი სულისკვეთების გაძლიერების, სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მათი როლის შემდგომი ამაღლების მიზნით:
1. დაწესდეს „მეტყევის დღე“.
2. მეტყევის დღე აღინიშნოს ყოველი წლის 10 ოქტომბერს.
ე. შევარდნაძე