შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
740
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №740

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს, შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენ­ზიატმა 2008 წელს აწარმოოს მინიმუმ 335 000 ტონა, 2009-2012 წლებში – მინიმუმ 200 000 ტონა/წელიწადში, ხოლო მომდევნო წლებში – მინიმუმ 425 500 ტონა/წელიწადში მადნის კონცენ­ტრატი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია