საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
843
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 843

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განსახორციელებლად და სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი,  მათ შორის:

ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გ. ღვინიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია