„აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016141
„აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

      აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2014 წლის 6 იანვარი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ"  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 დეკემბრის  №32 დადგენილებაში, (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 10/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016139) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1) დადგენილებით დამტკიცებული ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის" მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.".

2) დადგენილებით დამტკიცებული ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის" მე-19 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  მე-7 პუნქტი:

„7. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ წესის მე-20  მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია