საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 840
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის № 771 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის № 771 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ 2009 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად – 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად – 645 000 (ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური