საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 836
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 132 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 132 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს „ დ “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ დ) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისას ან დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური