„2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
733
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №733

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „2008-2009 წლის ზამ­თრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახ­ლეობის, მათ შორის რუსეთის ფედე­რაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომ­პაქტურად განსახ­ლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღო­ნის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს რუ­სეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზა­რალებული, კომპაქტურად განსახლებული მოსახლეო­ბის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით 6 000 კუბური მეტრი საშეშე მერ­ქნის დამზადება, საქართველოს ადმინისტრა­ციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარე­ლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუ­ნებულის – გუ­ბერ­ნატორის ვ. ვარძელაშვი­ლის მიერ გან­საზ­ღვრულ ად­გი­ლებზე მისი ტრანსპორტირება და და­საწყობება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია