„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №258

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირ­თან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ჰ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ჰ.ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:

– 820 000 (რვაას ოცი ათასი) ლარი – გზების რეაბილი­ტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხიდების მშენებლობა და შეკეთება;

– 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – სოფელ ლესი­ჭინეში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის რეაბილი­ტაცია;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ახუთში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ნაფიჩ­ხო­ვოში მდინარე შებეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა; “ ;

ბ) განკარგულების „ ჰ.რ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ ჰ.რ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:

– 151 000 (ას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი – გაზი­ფი­ცირების სამუშაოები;

– 282 000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – შიდა გზების შეკეთება და მოხრეშვა. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                      ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია