საქართველოს მთავრობის
განკარგულება №255
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,,თელავის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს შპს „ თელავის საგზაო სამმართველო “ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად პანკისის ხეობაში, ახმეტა-მატანი-ბირკიანი-ბაწარას საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვებისას X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 524112 | 4664853 |
| 2 | 524125 | 4664837 |
| 3 | 524073 | 4664822 |
| 4 | 524085 | 4664806 |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე