მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 10,0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
254
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 10,0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №254

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 10,0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად მოწონებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმი №3) და მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესტია-აწვალის საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ მესტიის სატყეო უბნის, მესტიის სამცველოს №33 კვარტალის ლიტერ №8-დან 5,8 ჰა, ლიტერ №4-დან 1,0 ჰა, ლიტერ №5-დან 1,0 ჰა, ლიტერ №12-დან 1,0 ჰა, ლიტერ №15-დან 1,2 ჰა (სულ 10,0 ჰა) მიწის ფართობები მათი შემდგომი განკარგვის მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია