მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
252
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 252

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში თანხების გადარიცხვის თაობაზე

1. „ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2008 წლის 9 მაისამდე უზრუნველყოს მომავალი თაობების ფონდში 150.0 (ას ორმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის და სტაბილური განვითარების ფონდში 100.0 (ასი) მლნ აშშ დოლარის გადარიცხვა.

2. „ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმო­უდგინოს გენერალური მანდატის პროექტი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია