ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
249
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 249

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების თანდართული გეგმა.

2. განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების მიზ­ნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტე­რანთა საქმეების დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

 

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების

გ ე გ მ ა

№

ღონისძიებების დასახელება

სულ ღირებულება

(ლარობით)

1

დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან

(1000 კაცი) შეხვედრა პროფკავშირების კულტურის ცენტრში (დარბაზის დაქირავება, დეკორაციის მოწყობა)

1,700

2

უკრაინაში დაკრძალული საბჭოთა კავშირის გმირის, მფრინავ ჭიჭიკო ბენდელიანის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ღონისძიებათა ორგანიზება

13,760

3

გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალისა და თბილისში „ არტოს “ ბაღში, ზ. რუხაძის ძეგლის გვირგვინებით შემკობა

300

4

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის მისალოცი ბილბორდებისა და ბანერების დამზადება/განთავსება ქალაქის ცენტრალურ რაიონში, აგრეთვე მისალოცი ბარათების დაგზავნა

2,480

5

საჩუქრების გადაცემა ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში მწოლიარე ვეტერანებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლო ომში

6,700

6

გაზეთ „ საქართველოს ვეტერანის “ საიუბილეო ნომრის გამოშვება

5,000

7

ჟ. შარტავას სახელობის მინიფეხბურთის ტურნირის გამართვა ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით

15,460

8

დიდი სამამულო ომის ვეტერან მხატვართა ნამუშევრების გამოფენა რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში.

4,500

 

სულ

49,900

 

 

კრებსითი — სრული ვერსია