შპს „თბილავიამშენის“ მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
925
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „თბილავიამშენის“ მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №925

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „თბილავიამშენის“ მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია შპს „თბილავიამშენის“ მიერ თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ანგარიშში თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმოს ხელშეკრულება შპს „თბილავიამშენთან“ შპს „თბილავიამშენის“ მიერ თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის ჩამოწერილი 1,400,000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ლარებში 25%-იანი დისკონტის გათვალისწინებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია