საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 210
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის № 168 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის № 168 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ .
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ე. შარაშიძე) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გადასაცემად სახელმწიფო პროგრამის „ იაფი კრედიტის “ განხორციელების მიზნით „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 90 250 (ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. “ .
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე