„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 209

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ ჩემი პირველი კომპიუტერი “ - საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომისათვის მინიჭების შესახებ

„ ჩემი პირველი კომპიუტერი “ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ( „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდი ირმის ნახტომი პერსონალური კომპიუტერებით აჯილდოებს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 მილიონ ლარს, საერთაშორისო ტენდერით შეძენილია 7 070 საბაზო კონფიგურაციის თანამედროვე პორტატული კომპიუტერი – ASUSeee. ერთეულის გეგმური ღირებულება იყო 560 ლარი, ტენდერის გამართვის შემდეგ შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 3 252 200 ლარით, ერთი კომპიუტერის ღირებულება კი – 460 ლარით. პროგრამის ბიუჯეტში დარჩენილია – 747 800 ლარი. პროგრამის ლოგოტიპის ბეჭდვის გამო დაჯილდოებულ მოსწავლეებთან ბანაკების ორგანიზებისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის გათვალისწინებულია – 27 800 ლარი. სარეზერვო თანხა შეადგენს – 720 000 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსით შესაძლებელია დამატებით იქნეს შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა. აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – ფონდ ირმის ნახტომს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. ვინაიდან დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემა ზემოაღნიშნული ბენეფიციარებისათვის უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დასრულებამდე (1-30 მაისის ჩათვლით) „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ შესყიდვისათვის უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამის ვადებთან და ვერ განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებულ პერიოდში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით „ ჩემი პირველი კომპიუტერი “ – საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ( „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 14 01 04 03) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ – ფონდ ირმის ნახტომმა უზრუნველყოს დამატებით კომპიუტერული ტექნიკის შეძენის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                               ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია