საქართველოს მთავრობის
განკარგულება №207
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ მ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მ) ქარელი – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი (სოფ. ქვენატკოცაში მდინარე ფცა, სოფელ ზღუდერში მდინარე ძამა და მდინარე ღვანანა); “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე