საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 200
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით უწყვეტი, 24-საათიანი მომარაგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის განხილვისა და შესაბამისი წინადადების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მთავრობის ერთობლივი წინადადებები და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით უწყვეტი, 24-საათიანი მომარაგების შესახებ “ .
2. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს და ეთხოვოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ რუსთავწყალკანალის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის, შპს „ საქწყალკანალის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის, შპს „ მცხეთაწყალკანალის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილისა და შპს „ თბილისის წყლის “ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 100% წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ Multiplex Energy Limited “ -ისათვის გადაცემის თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე