ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
910
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №910

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ თბილისში, გრიშაშვილის ქ. №41-ში მდებარე შენობაში ქ. თბილისის №145-ე საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის მერიას გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია