საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
897
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №897

2008 წლის 23 დეკმბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის ნოემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს გამოუყოს 462 000 (ოთხას სამოცდაორი ათასი) ლარი დანართის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი                                                   ნ. გილაური

 

დანართი

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი

თანხა

(ლარობით)

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

350,000

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

39,200

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

56,000

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

3,400

დუშეთის მუნიციპალიტეტი

13,400

 სულ

462,000

 

კრებსითი — სრული ვერსია