2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
891
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №891

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება 2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იაპონურ მხარეს შორის საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება 2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი                                          ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია