გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
878
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №878

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია