გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
872
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №872

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიანიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელით გააფორმოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის 6,000,000.00 ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია