„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
841
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №841

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:

– 56 024 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოცდაოთხი) ლარი – გაზიფიცირება;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება;

_ 23 976 (ოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარი – ქ. ლაგოდეხში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის გადახურვის სამუშაოები;

– 535 000 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 164 000 (ას სამოცდაოთხი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავეებისა და ჭაბურღილის მოწყობა;

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია;

– 201 000 (ორას ერთი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია