„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
840
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №840

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულების №5 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;

გ) ქ. ლაგოდეხის სპორტული მოედნის მშენებლობა;

დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და საპროექტო სამუშაოთა შესრულება;

ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამტარი მილის რეაბილიტაცია;

ვ) ქ. ლაგოდეხის №1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება და საპროექტო სამუშაოთა გაზრდა;

ზ) სოფელ აფენის ხიდის რეაბილიტაცია;

თ) ქ. ლაგოდეხის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;

ი) ქ. ლაგოდეხში სასმელი წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია