„საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
839
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №839

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1. პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) ლაგოდეხი – 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

– 4 571 (ოთხი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი) ლარი (ლაგოდეხის ნაკრძალი, მაწანის ხევი);

– 49 429 (ორმოცდაცხრა ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარი (სოფელ ნინიგორში მდინარე გურგენიანის ხევი, სოფელ არეშფერანში მდინარე აფენი);”;

1.2. პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარდაბანი – 939 700 (ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი, მათ შორის:

– 907 580 (ცხრაას შვიდი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი (სოფელი აღთაკლია, მდ. მტკვარი);

– 32 120 (ოცდათორმეტი ათას ას ოცი) ლარი (სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები).”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                          გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია