საოქმო განჩინება შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/647
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2013-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-31
საოქმო განჩინება შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

საქმე №2/647

 

ს ა ო ქ მ ო   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2013 წელი ს 26 ნოემბერი

ქ . ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე

 

მოვალე : შ . პ . ს . ,, ბლექ სი ინვესტი ს ’’ დირექტორი ს - როლანდ ჩანტლაძის , 

კრედიტორების : სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის, ელგუჯა გუგუშვილის წარმომადგენლის ეკატერინე გუგუშვილის , ირმა გოგშელიძის , გალაქტიონ ახვლედიანის , თეა შაყულიშვილის , თინათინ შალამბერიძის , იოსებ ალავიძის , ლევან ალავ ი ძის , ვანდა ანთიძის ,  ლელა აბესალმიძის , გიორგი კობერიძის და ხათუნა მამასახლისის წარმომადგენლის დავით მეცხოვრიშვილის , ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენლის დავით ლომოურიძის , რეაბილიტაციის მმართველის ვლადიმერ სალაძის და სხვათა მონაწილობით განიხილა მოვალის რეაბილიტაციის საკითხი ;

    სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ”  საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1 . მოწვეული იქნეს შპს ,,ბლექ  სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 23 იანვარს 15:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11, მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3 ).

3. კრებაზე განხილული იქნას შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ  სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვა და შპს ,,ბლექ  სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს გაზეთ „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლო დაფაზე .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . ქ . ქუთაისი კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

მოსამართლე          გენადი მაკარიძე

კრებსითი — სრული ვერსია