„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 020090000.10.003.017386, 27/08/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა ადმინისტრაციული საჩივრის ფორმების/ნიმუშების და გასაჩივრების წესის შესახებ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნებაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე უნდა უზრუნველყონ 2014 წლის 1 მარტამდე.“.
|