|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს N726 ბრძანებულების და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი N-1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №31 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის დადგენილება №01 - ვებგვერდი, 06.02.2014წ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 14 აგვისტოს დადგენილება № 23 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. |