„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-23
სარეგისტრაციო კოდი
310600000.22.034.016270
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №40

2014 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010  წლის 29 ოქტომბრის №917  ბრძანებაში (სსმ III, 29.10.2010 წ., №140, მუხ.2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს   ტერიტორიაზე მოძრაობა, რომლის მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა, ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია ფარდით ან სხვა ამგვარი საშუალებით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე, მთავრობის წევრებსა და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 8 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია