ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №150

2007 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ

ლიახვისა და ფრონეს ხეობების სოფლებთან სატრან­სპორტო მიმოს­ვლის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ნიქოზი-ავნევის შვიდკილო­მეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობა, მისი მოხრეშვა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) ათკილომეტ­რიანი მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერება სატვირთო გადაზიდვების უზრუნ­ველსაყოფად.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძი­ებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგე­ნილი წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს უზრუნველყოს სათანადო სახსრების გათვა­ლის­წინება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პრემიერ-მინისტრი                                                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია