საქართველოს მთავრობის
განკარგულება №149
2007 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 6 325 600 (ექვსი მილიონ სამას ოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა წარმოების უზრუნველსაყოფად.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი