„დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №142

2007 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის  ერთჯერადი  სოციალური  დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  თანხის  გამოყოფის  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვ­რები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნ­ქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოიყოს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცი­ული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემისა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №45 განკარგულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონის­ძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დიდან სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელ­მწიფო სააგენტოს გამოუყოს 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია