„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №141

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 თებერვლის №65 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ზ) დაბა ადიგენში მდინარე ქვაბლიანის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს მე-3 პუნქტი:

„3. საპროექტო დოკუმენტაციისათვის საჭირო ექსპერტიზის ხარჯები გაწეულ იქნეს ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია