საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 140
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„ ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №13 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №13 განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„ 11. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტებს ნება დაერთოთ აღნიშნული სამუშაოები აწარმოონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი