„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4998
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-11
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.002.904
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 33

საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების და უზენაესი სასამართლოს წევრების დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 20 ივნისი.

№4998–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია