„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1883-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-28
სარეგისტრაციო კოდი
270090000.05.001.017257
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

    ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;

    ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6 500 ლარი;

    გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  – 6 300 ლარი;

    დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი;

    ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;

    ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;

    ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;

    თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;

    ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;

    კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;

    ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი;

    მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2013 წ.

N1883-რს

კრებსითი — სრული ვერსია