საქართველოს მთავრობის
განკარგულება №137
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო სახსრების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი