„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4996
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-05
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.902
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 151 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფო კომპანიებში ფრენასა და ნაფრენ საათებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 20 ივნისი.

№4996–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია