„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/10/2012, სარეგისტრაციო კოდი: 140080000.42.047.016023) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მოადგილე.”;
|