|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N198 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/08/2013წ. 240110000.10.003.017365) შეტანილი იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი აგვისტოდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბიოწარმოებაში გამოყენებული მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებელი საშუალებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარებიან რეაგისტრაციას, უნდა იქნეს რეგისტრირებული.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან. |
|