ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016085
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2013 წლის 27 დეკემბერი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
  შევიდეს  ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის #21  დადგენილებაში (ვებგვერდი,12/11/2013 ს/კოდი 010260020.35.140.016077) კერძოდ: დადგენილების დანართის მე-5  მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“   ქვეპუნქტებს დაემატოს  აბზაცები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ვ) - საკრებულოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დავალების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა. შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში;

  - გასცემს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობას კაკლის, წაბლის და თუთის სახეობების,  საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის #96 ბრძანების შესაბამისად“.

  ზ) - ფიზიკური და იურიდიული პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის ფაქტის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულების მოკვლევის შემთხვევაში, მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით;

  - ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიას, ფიზიკური პირის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ნამდვილობის შესახებ, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელთა ხელმოწერებთან ერთად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია