„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1848-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-28
სარეგისტრაციო კოდი
200230100.05.001.017254
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ამ კანონით დარეგულირებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ წერილობითი მიმართვა (განცხადება) და ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრულად წარუდგინეს (დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით) 2017 წლის 1 იანვრამდე.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2013 წ.

N1848-რს

კრებსითი — სრული ვერსია