„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1846-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-28
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.017264
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) 451 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:  

    ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

    ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2013 წ.

N1846-რს

კრებსითი — სრული ვერსია