„სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №98 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
122
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №98 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №122

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №98 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №98 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის გაფორმებული საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან სს „ლაჯანურჰესს“ გამოუყოს 828 071 (რვაას ოცდარვა ათას სამოცდათერთმეტი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, სს „ლაჯანურჰესთან“ და სსიპ „ენერგოგენერაციასთან“ გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს სესხის გაცემიდან 30 თვე, სესხის სარგებლად – წლიური 7 პროცენტი;”.

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სს „ლაჯანურჰესმა“ უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტების გაფორმება სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად და სსიპ „ენერგოგენერაციას“ რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოყოფილი სესხით შესრულებული სამუშაოების შესახებ;”.

3. განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ „ენერგოგენერაციამ“ განახორციელოს სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულებისა და ამ განკარგულებით გაცემული სესხის ხარჯვის კონტროლი“.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია