საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1842-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-11
სარეგისტრაციო კოდი
120090000.09.001.016192
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 11.12.2014, №2930)

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:


  1.  დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2014 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

     2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

       3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2013 წ.

N1842-რს

კრებსითი — სრული ვერსია