|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, განიხილა რა 2014 წლის ტერიტორიული ბიუჯეტის პროექტი, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
/დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 2.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 3.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 53767,1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 4.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გადასახადები |
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. |
მუხლი 5.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 41528,6 ათასი ლარის ოდენობით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 6.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7738,5 ათასი ლარის ოდენობით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. |
მუხლი 7.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 45639,2 ათასი ლარის ოდენობით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 8.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15817,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 18117,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 9.
ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ.
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
მუხლი 10.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
ა. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-7699,5) ათასი ლარის ოდენობით.
გ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება გ.ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (– 854,9) ათასი ლარის ოდენობით. გ.ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 854,9 ათასი ლარის ოდენობით:
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. |
| მუხლი 11 |
ქალაქ ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსება განხორციელდეს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან ქალაქ ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ.
|
| მუხლი 12 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 400.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ქუთაისის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო საბიუჯეტო ასიგნებაში.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. |
| მუხლი 13 |
წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვროს 131,9 ათასი ლარი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებულ იქნეს ქალაქ ქუთაისში 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) 894,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, მერიის საფინანსო სამსახურის მიერ.
|
| მუხლი 15 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოთ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.
|
| მუხლი 16 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 220.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 150.0 ათასი ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი. |
| მუხლი 17 |
იმის გამო, რომ ქალაქში არსებული თეატრალური და მუსიკალური კოლექტივები, საჯარო სამართლისა და არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები საკუთარი შემოსავლებით ვერ ფარავენ თავიანთ ხარჯებს, კულტურის, სპორტისა და განათლების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაფინანსება განხორციელდეს სუბსიდირების წესით.
|
| მუხლი 18 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად, მიიღოს გადაწყვეტილება მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახადების 5%-ის ფარგლებში.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. |
| მუხლი 19 |
დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
|
| მუხლი 20 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ვალდებულებების აღებისა და ხარჯვის გაწევის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
|
| მუხლი 21 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში განხორციელდეს ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების მართვისათვის დამატებითი ხარჯების დაფინანსება.
|
| მუხლი 22 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ასახული ოფისის, მივლინებისა და ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების განაწილება სამსახურებზე განხორციელდება საერთო ასიგნების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
თავი II
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 23.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (საგანგებო სიტუაციები) უბედური შემთხვევებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
ა. მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ა.ა პროგრამის განმახორციელებელი: მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 608,4 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სახანძრო სამსახურის შენობის რეაბილიტაციასა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. ა.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 608,4ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 581,1 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 185,7 ათასი ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 2,1 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 27,3 ათასი ლარი. ა.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული და კვალიფიციური რეაგირება; მოსახლეობის უსაფრთხოება. ა.ვ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ოპერატიული მოქმედების ხარისხი; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. ბ. თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) ბ.ა პროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ბ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 110,1 ათასი ლარი. ბ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას, სამობილიზაციო რესურსების, რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვასა და სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. ბ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 110,1 ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 84,4 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 25,0 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 0,8 ათასი ლარი. ბ.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. გ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 03) გ.ა პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური. გ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 667,7 ათასი ლარი. გ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაციასა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. გ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 667,7 ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 375,9 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 245,2 ათასი ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 5,9 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 40,7 ათასი ლარი. გ.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული და კვალიფიციური რეაგირება; მოსახლეობის უსაფრთხოება. გ.ვ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ოპერატიული მოქმედების ხარისხი; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. დ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური (პროგრამული კოდი 02 04) დ.ა პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური. დ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 159,4 ათასი ლარი. დ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას, სამობილიზაციო რესურსების, რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვასა და სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. დ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 159,3 ათას ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურება – 77,2 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 73,1 ათასი ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 4,2 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 4,8 ათასი ლარი. დ.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. |
2.
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ა.ბ პროგრამის ბიუჯეტი: 15504,6 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზებისა და ახალი გზების რეაბილიტაცია. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული მარეგულირებელი საგზაო ნიშნების ექსპლუატაცია. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა; რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი; გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებული მაჩვენებელი; მაღალი სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზების მახასიათებლები; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. ბ. გზების სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ხარჯების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 01) ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 14932,6 ათასი ლარი. ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ქალაქის გზების სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ბ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში 1218,0 ათასი ლარი (მათ შორის: 1163,0 ათასი ლარი – გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება; 30,0 ათასი ლარი – გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება; 25,0 ათასი ლარი – გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება); გზის საფარის კაპიტალური შეკეთება – 13 494,6 ათასი ლარი (მათ შორის: 100,0 ათასი ლარი – კიბულას (ვარდიგორა) სასაფლაოსთან მისასვლელი და შიგა გზების კაპიტალური შეკეთება; 55,2 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისში ვ.კუპრაძის ქუჩის მე–11 შესახვევის კაპიტალური შეკეთება; 57,6 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისში ვ.კუპრაძის ქუჩის მე–13 შესახვევის კაპიტალური შეკეთება; 64,5 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისში ვ.კუპრაძის ქუჩის მე–15 შესახვევის კაპიტალური შეკეთება; 65,7 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისში გვანცელაძის ქუჩის მე–2 ჩიხის კაპიტალური შეკეთება; 2013 წლის ვალდებულებების დასაფარად: 138,8 ათასი ლარი – კაკაბაძის ქუჩისა და ლორთქიფანიძის ქუჩის სავალი ნაწილის ქვიშა–ცემენტის დაწნეხილი ფილებით მოწყობის სამუშაოები; 91,1 ათასი ლარი – დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები; 4903,9 ათასი ლარი – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით ქალაქ ქუთაისში ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაცია). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის N1728 განკარგულებით (2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების ცვლილება) საქართველოში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისში გზის საფარის კაპიტალური შეკეთებისათვის გამოყოფილი 8017,8 ათასი ლარი (მათ შორის: გაპონოვის ქუჩის მე–4 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა სანიაღვრე სისტემასთან ერთად – 40,0 ათასი ლარი; ჭუმბურიძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 136,9 ათასი ლარი; ქანთარიას ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 154,6 ათასი ლარი; მ.გურიელის ქუჩაზე ჩატეხილწახნაგოვანი, ხაოიანზედაპირიანი დაწნეხილი ფილების მოწყობა – 104,8 ათასი ლარი; მუსხელიშვილის ქუჩის №2–სა და №1ა–ს შორის ბეტონის საფარის მოწყობა – 153,8 ათასი ლარი; თამარ მეფის ქუჩის გზის სავალი ნაწილისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა – 1 300,0 ათასი ლარი; ლადო ასათიანის ქუჩის I შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 95,7 ათასი ლარი; ერევნის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 70,8 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის IV შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 129,2 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის VI შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 195,8 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის II შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 137,9 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის III შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 93,7 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის V შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 175,4 ათასი ლარი; ასათიანის ქუჩის VII შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 145,4 ათასი ლარი; ირაკლი ჯანელიძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 257,2 ათასი ლარი; ნიკო ფიროსმანის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 219,6 ათასი ლარი; ნიკო ფიროსმანის ქუჩის III შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 60,0 ათასი ლარი; თავისუფლების ქუჩის III შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 122,0 ათასი ლარი; თავისუფლების ქუჩის V შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 92,1 ათასი ლარი; გვანცელაძის ქუჩის I შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 41,5 ათასი ლარი; გვანცელაძის ქუჩის III შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 54,5 ათასი ლარი; გვანცელაძის ქუჩის II შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 75,5 ათასი ლარი; მესხიშვილის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 131,2 ათასი ლარი; ბესარიონ ბელინსკის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 128,3 ათასი ლარი; ბესარიონ ბელინსკის ქუჩის მე–4 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 127,6 ათასი ლარი; ბესარიონ ბელინსკის ქუჩის მე–6 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 139,7 ათასი ლარი; ბესარიონ ბელინსკის ქუჩის მე–10 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 146,7 ათასი ლარი; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის მე–4 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 177,5 ათასი ლარი; წმინდა ლუკას ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 307,6 ათასი ლარი; გიორგი შერვაშიძის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 272,7 ათასი ლარი; თავისუფლების ქუჩის მე–4 ჩიხის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 101,9 ათასი ლარი; შმიდტის ქუჩის 1–ლი შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 37,2 ათასი ლარი; შმიდტის ქუჩის მე–3 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 56,4 ათასი ლარი; ვალერიან იმედაძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 40,9 ათასი ლარი; ზუგდიდის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 66,8 ათასი ლარი; თავისუფლების ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 159,3 ათასი ლარი; დია ჩიანელის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 262,9 ათასი ლარი; დია ჩიანელის ქუჩის 1–ლი შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 152,3 ათასი ლარი; გამარჯვების ქუჩის 1–ლი შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 125,8 ათასი ლარი; რუსთაველის გამზირის მე–4 ჩიხის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 95,7 ათასი ლარი; პეტრე ბაგრატიონის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 215,8 ათასი ლარი; სერგო კლდიაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 111,2 ათასი ლარი; სერგი მესხის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 270,2 ათასი ლარი; სერგი მესხის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 118,1 ათასი ლარი; სერგი მესხის ქუჩის მე–4 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 93,3 ათასი ლარი; სერგი მესხის ქუჩის მე–6 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა – 42,0 ათასი ლარი; დავით ბერძენაძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 280,2 ათასი ლარი; ანდრია სინაურის ქუჩის მე–2 ჩიხის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 43,6 ათასი ლარი; გიორგი შავგულიძის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 188,6 ათასი ლარი; შმიდტის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად – 183,7 ათასი ლარი; მალხაზ დვალიშვილის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა – 84,2 ათასი ლარი); ხიდების აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოები – 200,0 ათასი ლარი. ტროტუარების კაპიტალური შეკეთება – 20,0 ათასი ლარი. გ. საგზაო ნიშნების დამონტაჟების, მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოებისა და ფირნიშების დამზადება–გაკვრის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 47,0 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების დონეს ქალაქის მასშტაბით. განხორციელდება ქუჩების სახელწოდებებისა და ნუმერაციების აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი. გ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება და მონიშვნითი სამუშაოები - 47,0 ათასი ლარი. დ. ქალაქის ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) დ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. დ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 500,0 ათასი ლარი. დ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. კერძოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კეთილმოწყობილ ეზოებსა და ცენტრალურ გზებს შორის დარჩენილი მოუწესრიგებელი გზის მონაკვეთების მოწესრიგება; რაც უზრუნველყოფს აღნიშნულ გზებზე მოქალაქეთა, საპატრულო, სასწრაფო დახმარების, სახანძრო და ა.შ. ავტომანქანების სწრაფ და თავისუფალ გადაადგილებას. დ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 450,0 ათასი ლარი - ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია; 49.0 ათასი ლარი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება, 1,0 ათასი ლარი-საწვავის შესაძენად. ე. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) ე.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ე.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 11992,68 ათასი ლარი. ე.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის ექსპლუატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ე.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები; განათებული ქალაქი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები. ე.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი ეზოების მდგომარეობა; ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებელი; ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო გადაადგილება დღე–ღამის ნებისმიერ დროს; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ქალაქი; ქალაქის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. ვ. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ვ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. ვ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3379,3 ათასი ლარი. ვ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის 92 ქუჩის დაგვა–დასუფთავება, საერთო ფართით 2350,12 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა–გაუვნებელყოფა, მორწყვა–ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება ქალაქის 557,2 ათასი კვ.მ. ფართობზე, ნარჩენების გაუვნებელყოფა, ქალაქში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარება, რისთვისაც, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან, მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების (წვრილფეხა /ძაღლი, კატა/ ან/და მსხვილფეხა პირუტყვი) იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მოვლა-პატრონობა (კვება, ცხოველებისათვის კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტებით სადგომის მოწყობა); ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია–დეზინფექცია, დროებითი გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია–დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია–დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთოების უზრუნველსაყოფად, ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება. ვ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა–ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნარჩენების გაუვნებელყოფა – 2986,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი, კატა) იზოლაცია და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა – 96,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში პროფილაქტიკურ–სადეზინფექციო ღონისძიებების განხორციელება – 35,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება – 4,0 ათასი ლარი. 2013 წლის დასუფთავების ღონისძიებების ბიუჯეტით გათვალისწინებული (გალვანიზებული ლითონის ფურცლისაგან დამზადებული 150 ერთეული მოძრავი ნაგვის კონტეინერის შეძენა) ვალდებულებების დაფარვის მიზნით - 75,0 ათასი ლარი; საგრანტე პროგრამა ,,ნარჩენების მართვის ინოვაციური გამოცდილების დანერგვა"-183,3 ათასი ლარი. ზ. საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ზ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ზ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1592.6 ათასი ლარი. ზ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შეკეთდება ნიაღვარმიმღები ჭები, რეაბილიტირებული იქნება ნიაღვარმიმღები ობიექტები და ექსპლუატაცია გაეწევა არსებულ ნიაღვარსადენ ობიექტებს. ზ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ღვარსადენების ქსელის (120 ობიექტი) ექსპლუატაციის ხარჯები – 214,3 ათასი ლარი; ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია – 20.5 ათასი ლარი; საკანალიზაციო ქსელის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები - 69,0 ათასი ლარი; მათ შორის: ჭიათურის ქუჩის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო სისტემის აღდგენის სამუშაოები - 19,0 ათასი ლარი; 2013 წლის ვალდებულებების დასაფარად: 50,0 ათასი ლარი (მათ შორის: 40,0 ათასი ლარი ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევის, ისიანისა და ძნელაძის ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები და 10,0 ათასი ლარი - ჭიათურის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები); ღვარსადენის ქსელის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები - 1288,8 ათასი ლარი (მათ შორის: 128,6 ათასი ლარი - ჭავჭავაძის გამზირის №13, 15, 17 ბინების წინ ღვარსადენის ქსელის მოწყობა; ასათიანის ქუჩის მე-7 შესახვევიდან გვანცელაძისა და რესპუბლიკის ქუჩების გავლით, ზ.ანჯაფარიძის ქუჩამდე ღვარსადენი ქსელის მოწყობა; ლესელიძის ქუჩისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩების გადაკვეთასთან სანიაღვრე ქსელის მოწყობა; კუპრაძის ქუჩაზე სასამართლოს შენობასთან არსებული გაბიდნული დახურული ნიაღვარსადენის მოწესრიგებისა და სავალი ნაწილის აღდგენა; გუგუნავას ქუჩაზე სარკინიგზო გადასასვლელთან სანიაღვრე ქსელის მოწყობა; 2013 წლის ვალდებულებების დასაფარად: 15,4 ათასი ლარი - ყაზბეგის ქუჩის მე-3 და მე-5 ჩიხებს შორის გამავალი ღვარსადენი ქსელისა და სასულეს მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები; 366,8 ათასი ლარი - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №811 განკარგულებით ღვარსადენის ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №470 განკარგულებით (2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების ცვლილება) საქართველოში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 778,0 ათასი ლარი ხარებავას ქუჩის ღვარსადენის სისტემის მოწყობა. თ. პროგრამა „კორპუსი“ (პროგრამული კოდი 03 02 03) თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3543,0 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობაში ხელშეწყობა და განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. თ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 600,0 ათასი ლარის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის; 123,0 ათასი ლარი (2013 წლის ვალდებულებების დასაფარად) – საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა, 30,0 ათასი ლარი (2013 წლის ვალდებულებების დასაფარად, მათ შორის 19,3 ათასი ლარი – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის N55 განკარგულება) – ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერების“ გასაუქმებლად და გალვანიზირებული ფოლადის ფურცლისაგან დამზადებული მოძრავი სანაგვე კონტეინერების შესაძენად, 97,5 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, 340,4 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა–ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, 15,0 ათასი ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო, საექსპერტო და ლაბორატორიული სამუშაოებისათვის; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა 1834,1 ათასი ლარი (1740,0 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულება, 94,1 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი); მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია 500,0 ათასი ლარი (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულება), 3,0 ათასი ლარი – საწვავის შესაძენად. ი. პროგრამა „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვა (პროგრამული კოდი 03 02 04) ი.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ი.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 150,0 ათასი ლარი. ი.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახებისათვის (რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 57000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების გადახურვა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ „ღატაკი ოჯახის“ სტატუსი, უკიდურესად გაუსაძლისი საცხოვრებელი მდგომარეობის გამო. პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფს მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ი.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 112.0 ათასი ლარი – „ღატაკი ოჯახის“ სტატუსის მქონე ოჯახებისათვის (რომლებიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 57000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების გადახურვა. 37.0 ათასი ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება. 1,0 ათასი ლარი – საწვავის შესაძენად. კ. გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის რეაბილიტაცია – ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) კ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. კ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3327.7 ათასი ლარი. კ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დღე–ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლუატაცია, მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები. კ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 1230,6 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება გარეგანათების ქსელის ექსპლუატაცია (კერძოდ, ექსპლუატაცია გაეწევა 13635 სანათ წერტილს ქალაქის 789 ობიექტზე: ქუჩებზე, ჩიხებში, შესახვევებში, სახლებთან მისასვლელ გზებზე, აგრეთვე, შუქნიშნებისა და დამონტაჟებული ვიდეოკონტროლის აპარატების მოვლა-პატრონობას); 1851.6 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯები; 245,5 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება კაპიტალური სამუშაოები (მათ შორის: 2013 წლის ვალდებულებების დასაფარად: 245,5 ათასი ლარი ვიდეოკონტროლის აპარატების მოწყობა). ლ. ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ლ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. ლ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 1527,0 ათასი ლარი. ლ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა–შენახვა და ექსპლუატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. ლ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობისათვის სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ლ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული ობიექტები; ქალაქის გაუმჯობესებული იერსახე; მოსახლეობის კმაყოფილების დონე. მ. შადრევნების ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) მ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. მ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 325,0 ათასი ლარი. მ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული შადრევნების ექსპლუატაცია. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა. შადრევნების გამართული მუშაობისათვის საჭიროა მოწესრიგებულ იქნეს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების საკითხი. მ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 114,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია (ცენტრალურ ბაღში მდებარე 2 შადრევანი, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანი, პარლამენტის შენობასთან მდებარე წყალსაცავი, ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანი, I სკოლასთან მდებარე შადრევანი, ყოფილ პროკურატურასთან მდებარე შადრევანი, კიკვიძის სკვერში მდებარე შადრევანი, ნიკოლაძის სკვერში მდებარე შადრევანი, ყოფილი თევზის მაღაზიასთან მდებარე შადრევანი და სასმელი ნიჟარები); 132,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯები; 79,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება მოხმარებული წყლის ღირებულების ხარჯები. ნ. ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 02) ნ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ნ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 414,8 ათასი ლარი. ნ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯოებესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, ასევე მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა. ნ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობის ხარჯები, ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები - 262,0 ათასი ლარი. ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა - 70,0 ათასი ლარი. მწვანე საფარის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები - 82,8 ათასი ლარი. ო. საახალწლოდ ქალაქის გაფორმების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 04) ო.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ო.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 114,6 ათასი ლარი. ო.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო, სადღესასწაულო განწყობილების შექმნის მიზნით განხორციელდება საახალწლოდ ქალაქის გარე იერსახის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, ქალაქის ცენტრალური ქუჩების, ბაღებისა და სკვერების მორთვა სხვადასხვა მანათობლებითა და ციმციმებით. ო.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი, შენახვა–დასაწყობება და განმეორებითი მონტაჟის ხარჯები – 114,6 ათასი ლარი. პ. ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 05) პ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. პ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 107,0 ათასი ლარი. პ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით, იგივე ზომებში, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით. პ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქუჩების დამცავი კედლების შეკეთებისა და კაპიტალური მშენებლობის სამუშაოების ჩატარების ხარჯები – 107,0 ათასი ლარი. ჟ. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების,ასევე ეკონომიკური ურთიერთობებისათვის საჭირო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 06) ჟ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. ჟ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 68,0 ათასი ლარი. ჟ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია იქნება დოკუმენტი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. დამუშავდება ქალაქში საკვანძო დარგების გამოვლენის პროცედურები (მაგ. საუნივერსიტეტო ქალაქი და ა.შ.) აღნიშნულით მივაღწევთ ქალაქის დაგეგმილ განვითარებას მოსახლეობის ინტერესებისა და წინადადებების გათვალისწინებით. ქალაქის გენერალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებით, ქალაქის არქიტექტორების, პროფესორ-მასწავლებლებისა და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფით, ქუთაისის გეგმაზომიერ და არქიტექტურული თვალსაზრისით სტანდარტულ განვითარებას მივაღწევთ. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მისაღებია ძალიან ბევრი თემატიკის სტრატეგიული დოკუმენტები, მაგალითისათვის როგორიცაა ქალაქის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების გეგმის (sustainable energy action plan) შემუშავება. ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჟ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
რ. თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციის, დაცვისა და ბალანსზე აყვანის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 07) რ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. რ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 45,0 ათასი ლარი. რ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებისა და წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა დაცვის განხორციელება; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა–ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. რ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საექსპერტო მომსახურების ჩატარების, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების დაცვისა და საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობის ქირის განსაზღვრისათვის 18.0 ათასი ლარი. ხოლო, თვითმმართველობის საკუთრებაში ქონების რეგისტრაციისათვის 27.0 ათასი ლარი. ს. (ამოღებულია - 24.10.2014, №48). ს.ა. (ამოღებულია - 24.10.2014, №48). ს.ბ. (ამოღებულია - 24.10.2014, №48). ს.გ. (ამოღებულია - 24.10.2014, №48). ს.დ. (ამოღებულია - 24.10.2014, №48). ტ. გაუთვალისწინებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 11) ტ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ტ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 33,0 ათასი ლარი. ტ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებას ქალაქის მასშტაბით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზიანებული ხიდების, საცხოვრებელი სახლების ავარიულად დანგრევით, მაღალი ტანის ხეების წაქცევით გამოწვეული დაზიანებების, სანაპირო საყრდენი და ქუჩისპირას სტიქიურად გადმონგრეული საყრდენი კედლების, წყალსადენის, გაზისა და კანალიზაციის ქსელების ოპერატიულად აღდგენას და სხვა. ტ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯები – 33,0 ათასი ლარი. უ. ტურიზმის განვითარების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) უ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური. უ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 82,0 ათასი ლარი. უ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გატანა და პრომოუშენი. უ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
უ.ე. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ქუთაისისათვის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვების ხელშეწყობა; ქალაქში ტურიზმის განვითარებით ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. უ.ვ. შეფასების ინდიკატორები: ქართველი და უცხოური ტურისტების ნაკადების რიცხვი; ტურისტული პოტენციალით დაინტერესების ზრდის მაჩვენებელი; ტურისტულ ბაზარზე ქალაქის ცნობადობის დონის მაჩვენებელი. ფ. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) ფ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ფ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 226,1 ათასი ლარი. ფ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა–დაპროექტება, პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. ფ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა–დაპროექტების ხარჯები – 185,5 ათასი ლარი (მათ შორის: შენობები, ქუჩები, გარეგანათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა ობიექტები – 160,0 ათასი ლარი; 2013 წლის ვალდებულება – 25,5 ათასი ლარი). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №78 განკარგულებით საქართველოში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისისათვის გამოყოფილი – 40,6 ათასი ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და მომსახურების შესყიდვისათვის (მათ შორის: ერევნის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა; ასათიანის ქუჩის მე–6 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ასათიანის ქუჩის მე–4 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ასათიანის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ასათიანის ქუჩის მე–3 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ასათიანის ქუჩის მე–5 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ასათიანის ქუჩის მე–7 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ირაკლი ჯანელიძის ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ნიკო ფიროსმანის ქუჩის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ნიკო ფიროსმანის ქუჩის მე–3 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; თავისუფლების ქუჩის მე–3 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; თავისუფლების ქუჩის მე–5 შესახვევის გზის ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; გვანცელაძის ქუჩის 1–ლი შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; გვანცელაძის ქუჩის მე–3 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; გვანცელაძის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; მესხიშვილის ქუჩის მე–2 შესახვევის გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად; ქალაქ ქუთაისში 2 ახალი ბაგა–ბაღის კაპიტალური მშენებლობა; ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია). ფ.ე. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: კარგი სატენდერო პირობები; შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტები. ფ.ვ. შეფასების ინდიკატორი: ექსპერტთა შეფასება. ქ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 12) ქ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ქ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 86,6 ათასი ლარი. ქ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქუთაისის განვითარება ტერიტორიული ორგანოების ხელშეწყობის გზით. ქვეპროგრამაში არსებულ თანხას განკარგავს ქალაქ ქუთაისის მერია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წინადადების საფუძველზე, ამასთან, წინადადების ავტორი ტერიტორიული ორგანოს მასშტაბით შესაძლებელია დაფინანსდეს: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ხიდების, საცხოვრებელი სახლების ავარიული დანგრევით, მაღალი ტანის ხეების წაქცევით გამოწვეული დაზიანებების, მეწყერის, წყალსადენის, გაზისა და კანალიზაციის ქსელების ოპერატიულად აღდგენის, გზების ღორღით მოსწორებისა და სკვერების მცირე მასშტაბის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების, ამხანაგობათა მესაკუთრეობის წახალისებისა და კანონით ნებადართული სხვა მოქმედებები. ქ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხარჯია – 86,6 ათასი ლარი. ღ. შპს „ქუთსპეცავტო“ (პროგრამული კოდი 03 01 05) ღ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური. ღ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25,0 ათასი ლარი. ღ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპეც. ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მომსახურების გაწევა. აღნიშნული მომსახურების გაწევა უზრუნველყოფს ქალაქის თვითმმართველობისა და მოქალაქეთა წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტას. ღ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 25.0 ათასი ლარი - ქალაქისათვის სპეცტექნიკის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურება. ყ. ქალაქ ქუთაისში მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 14) ყ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ყ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 201,0 ათასი ლარი. ყ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მრავალსართულიანი სახლების ფასადების, გარე იერსახის და ინფრასტრუქტურის განახლება; ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის პანდუსების მოწყობა. ყ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 165,4 ათასი ლარი - 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულების საფუძველზე; 0,6 ათასი ლარი - „მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია“; 35,0 ათასი ლარი - პანდუსების მოწყობა. შ. ქალაქის სხვადასხვა უბანში საბავშვო–სათამაშო ატრაქციონების მოწყობა–რეაბილიტაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) შ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. შ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 60,0 ათასი ლარი. შ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა. შ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: საბავშვო–სათამაშო ატრაქციონების მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოები – 60,0 ათასი ლარი. ჩ. ქალაქის სხვადასხვა უბანში ავტობუსების მოსაცდელებისა და საბაღე ძელსკამების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 15) ჩ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ჩ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 72,0 ათასი ლარი. ჩ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა. ჩ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ავტობუსების მოსაცდელების მოწყობა – 12,0 ათასი ლარი; საბაღე ძელსკამების მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოები – 60,0 ათასი ლარი.“ |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ქალაქის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. ა. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანება; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 7371,6 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისის საბავშვო ბაგა–ბაღების (ფილიალები) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა. ქალაქში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 35 ბაგა–ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 9400– მდე ბავშვი. 2014 წლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის არსებული ბაღების რეაბილიტაციის ხარჯები. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება განათლების ღონისძიებების დაფინანსება. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; ბავშვების ფიზიკური და სულიერი აღზრდა შემდგომში მათი სწორი განვითარების მიზნით; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: აღსაზრდელთა, მოზარდთა და მასწავლებელთა დაინტერესების ზრდა, მათი შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლება; სათანადოდ აღჭურვილი ბაგა–ბაღები. საზოგადოებისა და კვალიფიცირებული ექსპერტების მიერ დადებითად შეფასებული განხორციელებული პროექტები. ბ. ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანება. ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 7232,6 ათასი ლარი ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისის საბავშვო ბაგა–ბაღების (ფილიალები) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმინობისათვის ხელშეწყობა. ფილიალების მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა; ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა; სავალდებულო მედიკამენტებითა და პირველადი დახმარების საშუალებებით, აგრეთვე სხვა აუცილებელი საგნებით უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში ფილიალებში განხორციელდება კაპიტალური სამუშაოები. გ. განათლების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02) გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 127,2 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით–საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. გ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
დ. ქალაქ ქუთაისში ახალი ბაგა – ბაღების კაპიტალური მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 04) დ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. დ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 600,0 ათასი ლარი.
დ.გ. ქვეპროგრამის
აღწერა
და
მიზანი:
ქალაქის სკოლამდელი
ბავშვების
ზრდის
ტენდენციიდან
გამომდინარე
განათლების
დონის
ბაზის
შექმნა.
დ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში ორი ახალი ბაგა–ბაღის კაპიტალური მშენებლობა – 600,0 ათასი ლარი. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ა.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 5376,1 ათასი ლარი. ა.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქალაქის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფა; ცნობილი ქუთაისელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების პატივგება; ქალაქში სპორტის განვითარება. ა.დ. შეფასების ინდიკატორები: სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობა; სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა; ქალაქის სპორტული მიღწევების მაჩვენებელი; სპორტსმენებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის დონე. ბ. ააიპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 01) ბ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2986,3 ათასი ლარი. ბ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისის სასპორტო სკოლების /ფილიალები/ საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება; სპორტის სახეობებში ქალაქის, ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციების მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდისათვის რეზერვის მომზადება. გ. შპს საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010“ (პროგრამული კოდი 05 01 02) გ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 940,0 ათასი ლარი. გ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქუთაისის საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი–2010–ის“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია ქართული კალათბურთის პოპულარიზაცია; კალათბურთის პროფესიული გუნდის განვითარება, კლუბისათვის საჭირო და პერსპექტიული სპორტსმენების მოზიდვა, სავარჯიშო და სატურნირო ინვეტარის შეძენა; საკალათბურთო შეხვედრებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება. დ. ააიპ ,,ყინულის მოედანი“ (პროგრამული კოდი 05 01 03) დ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 382,3 ათასი ლარი დ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ ,,ყინულის მოედნის“ ექსპლუატაციისათვის ყველა საჭირო ხარჯი. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისში ბავშვთა და მოზარდთა ჩართვა ყინულზე ფიგურულ სრიალში და სპორტის ამ სახეობის განვითარება, სპორტულ–გამაჯანსაღებელი პროცესების ორგანიზება; ამ სახეობის პოპულარიზაცია და კვალიფიციური სწავლების უზრუნველყოფა; ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად სხვადასხვა კატეგორიის შეჯიბრებების ჩატარება. ე. ოლიმპიური კომიტეტი (პროგრამული კოდი 05 01 04) ე.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 10,0 ათასი ლარი ე.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში იგეგმება ოლიმპიური მოძრაობის განვითარება სხვადასხვა ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზებით. მოსახლეობის ფართო ფენის ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვა, ოლიმპიზმის იდეების დამკვიდრება–განვითარება. ვ. სარაგბო კლუბი ,,აია“ (პროგრამული კოდი 05 01 05) ვ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 90,0 ათასი ლარი. ვ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქუთაისის რაგბის გუნდის დაფინანსება, კერძოდ სახელფასო ვალდებულებები, სამივლინებო ხარჯები, უნიფორმის შეძენისა და ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ზ. სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 06) ზ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 679,5 ათასი ლარი ზ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქში სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება უზრუნველყოფს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდას სპორტში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფას. ზ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
თ. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) თ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 8272.5 ათასი ლარი. თ.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. თ.გ. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის; ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. თ.დ. შეფასების ინდიკატორები: მუსიკალური ფესტივალების, სპექტაკლებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა; საზოგადოების ინტერესის, ღონისძიებებზე დამსწრეთა, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები. ი. ააიპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 01) ი.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 2797,4 ათასი ლარი. ი.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული ააიპ–ის მიზანია ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯის დაფინანსება; მოზარდების აღზრდა ქართული და მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებზე; სამუზეუმო საქმიანობის მართვა და სამუზეუმო ექსპონატების დაცვის უზრუნველყოფა. კ. ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 02) კ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 655,3 ათასი ლარი. კ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი. აგრეთვე მოხდება მკითხველთათვის საბიბლოთეკო დოკუმენტებისა და სამეცნიერო, საინფორმაციო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (ბეჭდური, ხელნაწერი, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); სამეცნიერო რესურსების მიღება, შეგროვება, დაცვა, დამუშავება, პოპულარიზაცია და გამოცემა. ლ. სსიპ „ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი“ (პროგრამული კოდი 05 02 03) ლ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 63,0 ათასი ლარი. ლ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მხოლოდ მუზეუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხარჯების დაფარვა. მ. სამეფო კომპლექსი ,,ოქროს ჩარდახი“ (პროგრამული კოდი 05 02 04) მ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30,0 ათასი ლარი მ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამეფო კომპლექსი ,,ოქროს ჩარდახის“ კეთილმოწყობის ხარჯების დაფინანსება, კერძოდ: რიონის სანაპიროზე მოეწყობა დეკორატიული ღობე, შეიცვლება ისტორიულ თაღებში არსებული ამორტიზებული საფეხურები, მოეწყობა ჭედური, მინი დეკორატიული ჭიშკრები, დეკორატიული გისოსები, შეიქმნება ექვთიმე თაყაიშვილისა და ბაგრატ მეექვსეს ფერწერული ტილოები და სხვა. ნ. ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ნ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 80,0 ათასი ლარი ნ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის ფუნქციონირების ხელშეწყობა. ო. ააიპ ,,ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (პროგრამული კოდი 05 02 06) ო.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 710,0 ათასი ლარი ო.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ემსახურება მოსახლეობისა და განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ცალკეული შემსრულებლისა და ჯგუფების მოზიდვასა და ჩაბმას ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ–ეთნოგრაფიულ კოლექტივებსა და წრეებში. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნით დაკავებული ადამიანების მოძიებას, აღრიცხვასა და პოპულარიზაციას. პ. ააიპ „მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი“ (პროგრამული კოდი 05 02 07) პ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 156,0 ათასი ლარი. პ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს სასკოლო ასაკის მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, სრულფასოვან დასვენებასა და გაჯანსაღებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის განსახორციელებელი ღონისძიებების დამკვიდრებას. ჟ. ააიპ „ბოტანიკური ბაღი“ (პროგრამული კოდი 05 02 08) ჟ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 299,8 ათასი ლარი. ჟ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯი, სამეცნიერო კვლევითი სასწავლო–აღმზრდელობითი და კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზება, სამეცნიერო კონფერენციები. რ. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 09) რ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 940,0 ათასი ლარი. რ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; განათებისა და გახმოვანების აპარატურის განახლება. მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა; თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა; ქართული თეატრალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ს. მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 10) ს.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 895,0 ათასი ლარი. ს.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; წლის განმავლობაში ჩატარდება საოპერო გუნდის სოლო კონცერტები, აღდგენილი იქნება საბავშვო სპექტაკლები, რითაც რეგიონის მუსიკალური სკოლებისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ჩამოუყალიბდეთ მუსიკალური ხელოვნებისადმი სიყვარული. ორგანიზება გაუკეთდება საგასტროლო ტურნეებს ქალაქ თბილისსა და ბათუმში. ტ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 11) ტ.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 209,0 ათასი ლარი. ტ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; განათებისა და გახმოვანების აპარატურის განახლება. უ. კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 12) უ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 587.3 ათასი ლარი. უ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას. კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზებას. უ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ფ. ახალგაზრდული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03) ფ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 236,0 ათასი ლარი. ფ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების სოციალური დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ფ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ქ. საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) ქ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100,0 ათასი ლარი. ქ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მეტი გამჭირვალობისათვის, საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირების მიზნით დაფინანსდება საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯები. ქ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ღ. ქუთაის გაენათის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05) ღ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 35,0 ათასი ლარი. ღ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების, კერძოდ ბაგრატის საკათედრო ტაძრის გარე განათების ფინანსური მხარდაჭერა. ყ. ააიპ სპორტის სასახლე (პროგრამული კოდი 05 01 019) ყ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 336,0 ათასი ლარი ყ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ სპორტის სასახლის ადმინისტრაციული ხარჯები. შ. ქალაქ ქუთაისში სოლომონ პირველის ქუჩის N46ა–ში მდებარე შენობა–დარბაზის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 15)“ შ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 555,0 ათასი ლარი შ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ამოცანაა ქუთაისის მოსახლეობისათვის ცხოვრების კულტურულ–შემეცნებითი დონის ამაღლება. შ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №380 განკარგულებით შესული ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში. 555,0 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისში სოლომონ პირველის ქუჩის №46ა–ში მდებარე შენობა–დარბაზის რეაბილიტაცია. ჩ. ააიპ ,,ქუთაისის ტაეკვონდოს სპორტული კლუბი" (პროგრამული კოდი 05 01 10) ჩ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 12,0 ათასი ლარი ჩ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, კოორდინაცია და კლუბის საქმიანობის ხელშეწყობა. ქალაქის ნაკრები გუნდის კანდიდატებისა და სელექციების მეშვეობით, შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება. წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება, სახელფასო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯების, უნიფორმის შეძენისა და სპორტულ ღონისძიებებში (2015 წლის ახალგაზედულ ოლომპიადაში მსოფლიოსა და საერთაშორისო ჩემპიონატებში) მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ც. მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 07) ც.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. ც.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 90,0 ათასი ლარი. ც.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის იერსახის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის დასვენებაზე ორიენტირებული გარემოპირობების შექმნა, რეაბილიტირებული იქნება არსებული სპორტული მოედნები და მოეწყობა ახალი. ც.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები - 90,0 ათასი ლარი. ძ. (ამოღებულია - 17.10.2014, №48). ძ.ა. (ამოღებულია - 17.10.2014, №48). ძ.ბ. (ამოღებულია - 17.10.2014, №48). ძ.გ. (ამოღებულია - 17.10.2014, №48). ძ.დ. (ამოღებულია - 17.10.2014, №48). წ. ქალაქ ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 17) წ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური. წ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 249,7 ათასი ლარი.
წ.გ. ქვეპროგრამის
აღწერა
და
მიზანი:
ქალაქში ტურიზმის
განვითარებისა
და
მოსახლეობის
დასვენებისათვის
ჯანსაღი
გარემოს
შექმნა.
წ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 249,7 ათასი ლარი.
ხ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 45,0 ათასი ლარი ხ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ისტორიულ–კულტურული მხარის უკეთ წარმოჩენა. ხ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ბორის გაპონოვის ქანდაკების მოწყობა – 35,0 ათასი ლარი; გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფების მოწყობა – 10,0 ათასი ლარი. ჯ. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (პროგრამული კოდი 05 01 12) ჯ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100,0 ათასი ლარი.“ ჯ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია; ფეხბურთის პროფესიული გუნდის განვითარება, გუნდისათვის საჭირო და პერსპექტიული სპორტსმენების მოზიდვა, სავარჯიშო და სატურნირო ინვეტარის შეძენა; საფეხბურთო შეხვედრებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
|
5.
სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა. ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 950,0 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა; საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება; მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; პროგრამებით დაფინანსებულ მოქალაქეთა გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი. ბ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 65,7 ათასი ლარი. ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. ბ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექციისა და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო–აღმზრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადობრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის, პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების იდენტიფიცირება. ბ.ე. (ამოღებულია - 16.09.2014, №38). ბ.ვ. (ამოღებულია - 16.09.2014, №38). გ. ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულთა მკურნალობისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) გ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. გ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 30.0 ათასი ლარი. გ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა; ეპილეფსიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება: პროექტის ბენეფიციარები გაიყოფიან 2 ასაკობრივ ჯგუფად (0-18 წლამდე და 18 წლის ზემოთ), რომლებიც მიმართავენ ექიმ- ნერვოპათოლოგს, მათი კონსულტაციისა და ეეგ კვლევის საფუძველზე შედგება ფორმა №100 (ამონაწერი ავადმყოფის ისტორიიდან) დიაგნოზისა და დანიშნულების მითითებით. დახმარების მიღება მოხდება ვაუჩერის გამოყენებით, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვიურად 0-18 წლამდე ასაკის პირთათვის 40 ლარის, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 20 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით, ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაიცემა სამი თვის ოდენობის ვაუჩერი და შესაბამისად, დახმარების მიღება განხორციელდება, 0-18 წლამდე ასაკის პირთათვის 120 ლარის და 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 60 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით ლიმიტზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში. გ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ადგილობრივი მედიის საშუალებებით სოციალური რეკლამის წარმოება პროექტის მიზნებისა და სარგებლის შესახებ; პროგრამის ბენეფიციარების ცენტრალიზებული რეგისტრის შექმნა სრული მონაცემების ფიქსირებით; მედიკამენტის ვაუჩერის დამზადება, ვაუჩერის გაცემა 3 თვის მედიკამენტების რაოდენობის გათვლით; სააფთიაქო დაწესებულებების შერჩევა; მედიკამენტების გაცემა, გაწეული მომსახურების ანაზღაურება; ქვეპროგრამის ბენეფიციართა ზუსტი ბაზის (ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, თითოეულ დაწესებულებაში პირველი და მე–2 კლასების მოსწავლეთა რაოდენობის, მათი დემოგრაფიული მონაცემების) მომზადება; ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილე სუბიექტების – ქუთაისში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების განსაზღვრა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების კალენდარული დაგეგმვა; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების განხორციელება და მასზე ზედამხედველობა; გამოკვლევების შედეგების ანალიზი და სამომავლო ღონისძიებათა დაგეგმვა. გ.ე. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
დ. მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 03) დ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. დ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 330,0 ათასი ლარი. დ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ინკურაბელური, ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დახმარება გაიცემა წელიწადში ორჯერ, წელიწადში დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 ლარის მედიკამენტებით. ლიმიტს ზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიურად განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით. დახმარების მიღება მოხდება ერთჯერადი მომართვის საფუძველზე ყოველთვიურად, რომლის მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დ.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
დ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ე. სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) ე.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ე.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 440,0 ათასი ლარი. ე.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე შემდგომი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ყრუ–მუნჯებისათვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება ერთჯერადად. აქედან: გადაუდებელი ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურება ანაზღაურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამები მკურნალობამდე და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების საკითხი გადაწყდება პაციენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამა მკურნალობის ჩატარებამდე. დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას და ჩატარებული მკურნალობის ამსახველ რენტგენოგრამას. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით. დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. სამსახურს უფლება აქვს დახმარების მთხოვნელს მიუთითოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მისი მკურნალობა ნაკლებღირებული და/ან უფრო ხარისხიანი იქნება. ე.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილების გაცემა, სამედიცინო მომსახურების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ე.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ე.ვ. ქვეპროგრამით გათვალისწინებული პერსონალი:
ვ. სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02) ვ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ვ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 2025,6 ათასი ლარი. ვ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; გაჭირვებული და პრობლემატური ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; უნარშეზღუდული პირებისათვის საკურორტო–სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობა; ღვაწლმოსილი და დამსახურებული პირების პატივგება; ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციისადმი თანადგომა; გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახების მორალური და მატერიალური თანადგომა, უპატრონო მიცვალებულთა პატივგება. ვ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: პროგრამებით დაფინანსებულ მოქალაქეთა გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი; გაჭირვებულთა კატეგორიის მაჩვენებლის შემცირება; მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; დემოგრაფიული პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიან დედათა კმაყოფილება. ზ. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ზ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ზ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 70,0 ათასი ლარი. ზ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვეტერანისა და ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა; გარდაცვალების ცნობა; დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა; დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის სავალდებულოა შესაბამისი მომართვა პოლიციის განყოფილებიდან. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის, რომლის დაკრძალვას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, სავალდებულოა წარმოდგენილი იქნეს: გარდაცვალების მოწმობა; გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; შუამდგომლობა ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. მიტოვებულ, მკვდრადშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურება, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე. ზ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 300 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება და ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება, რომლის დაკრძალვას ოჯახი, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ: სასახლის (ყუთის) დამზადება, სამარის გაჭრა–ამოვსება, კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება. სამედიცინო დაწესებულებაში მიტოვებულ მკვდრადშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: სასახლის (ყუთის) დამზადება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება. ზ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
თ. სოციალური საცხოვრისი (პროგრამული კოდი 06 02 02) თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 28,0 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია თავშესაფრის მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. თ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალურ საცხოვრისში დასაქმებული სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება – 8,8 ათასი ლარი; სოციალური მუშაკისათვის სამუშაო პირობების შექმნა, კრიზისული სიტუაციების მართვა – 2,6 ათასი ლარი; სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ფაქტიური ხარჯის მიხედვით – 16,0 ათასი ლარი; ოფისის ხარჯი (საკანცელარიო, კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა) – 0,6 ათასი ლარი. ი. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ი.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ი.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 500,0 ათასი ლარი. ი.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი შვილი, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 20 ლარის ოდენობით, მატერიალური დახმარების გაწევა. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული (მცხოვრები) იყოს ქალაქ ქუთაისში. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება დაენიშნება განცხადებით მომართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვს დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს არასრულწლოვანი ბავშვი, თუ ის იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 6 (ექვსი), 7 (შვიდი) და 8 (რვა) შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად, 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 9 (ცხრა) და მეტი შვილის შემთხვევაში დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) ოჯახებს, რომელთაც 2014 წელში შეეძინებათ მე-4, მე–5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე-4 შვილის შეძენისას მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა 1000 ლარის ოდენობით, მე-5 შვილის შეძენისას 500 ლარის ოდენობით, ყოველი შემდეგი შვილის შეძენისას თანხა გაიზრდება 100 ლარით. სავალდებულოა შვილის შეძენის მომენტისათვის ორივე მშობელი რეგისტრირებული (მცხოვრები) იყოს ქალაქ ქუთაისში. შესაძლებელია 2014 წელს მოქმედი კანონის შესაბამისად, 2013 წლის დეკემბერში შვილის შეძენის შემთხვევების დაკმაყოფილება, თუ მასზე დახმარება არ არის გაცემული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, დახმარება მიეცემა დედას, მამას ან სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელს. დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს: 1. ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა, 2. დედის და მამის პირადობის მოწმობები, 3. ქორწინების მოწმობა (საჭიროებისას), 4. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, 5. სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ი.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა, ბენეფიციარებზე მატერიალური დახმარების გაცემა. ი.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
კ. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 04) კ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. კ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 295,0 ათასი ლარი. კ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების მოწყობა; კურორტული სამკურნალო–სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა. კ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ტრადიციულ დღესასწაულებთან (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) დაკავშირებით, ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, საზაფხულო დასვენება-რეაბილიტაციის მოწყობა კურორტებზე, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული, უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის. კ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
კ.ვ. ქვეპროგრამით გათვალისწინებული პერსონალი:
ლ. უფასო მგზავრობა (პროგრამული კოდი 06 02 05) ლ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ლ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 160.0 ათასი ლარი. ლ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქალაქო ტრანსპორტით (ავტობუსით) სარგებლობის უზრუნველყოფა შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები; II მსოფლიო ომის ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები; „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონერები; „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები; მხედველობით მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორთავე სტუდენტი); სულ: 1050 პირი. ქვეპროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 30 თეთრი, ბილეთის გამოყენება შეიძლება სამგზავრო მოწმობასთან ერთად, ქვეპროგრამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელია დამატებითი კატეგორიის კონტიგენტისა და განსაკუთრებული შემთხვევების მომსახურება სამსახურის გადაწყვეტილებით. ქვეპროგრამაზე მომსახურე გადამზიდავებისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გახარჯული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. ლ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე პირთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) დადგენა. სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების დამზადება, გაცემა. საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა. ლ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
მ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა (პროგრამული კოდი 06 02 06) მ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. მ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 160,0 ათასი ლარი. მ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: 1. მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან ან შვილად აყვანილი, მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა. 2. სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად და ასევე, სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა. 3. ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების), მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი: 1. ბავშთა დაწესებულების (ფილიალების) ყოფილი აღსაზრდელები, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან გამოსული პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. 2. ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულია ან რეინტეგრირებულია ერთი ან მეტი ბავშვი და აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება. 3. ჰემოდიალიზზე მყოფი პირები (პაციენტები), რომელთაც აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. მ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ბენეფიციართა განცხადებების განხილვა, დახმარების მიზანშეწონილობისა და დახმარების მოცულობის საკითხის გადაწყვეტა, პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, მატერიალური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის პირველი და მეორე პუნქტის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს /სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს/ მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ, დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი წესით შემუშავებული და გაცემული დასკვნა-რეკომენდაცია ქვეპროგრამაში 18 წელს მიღწეული პირის ან ოჯახის ჩართვის საჭიროების შესახებ. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა წრის /სულ 15 ბენეფიციარის / დახმარება განსაზღვრულია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ სრულწლოვანების მიღწევის მომდევნო თვიდან მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასასრულამდე. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თითოეულ ბენეფიციარზე ჯამში არაუმეტეს 12 თვისა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მეორე პუნქტში მითითებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2014 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე 2014 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას, მის შეწყვეტამდე. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობა, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2014 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება შესაძლებელია, დასკვნა-რეკომენდაციის საფუძველზე გაიცეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ოჯახში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მესამე პუნქტში მითითებულ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დახმარება გაეწევათ თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ბენეფიციარის განცხადებით მომართვიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები რეგისტრირებული (მცხოვრები) უნდა იყვნენ ქალაქ ქუთაისში. ბენეფიციარებმა განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტმა ცნობა - სამედიცინო დაწესებულებიდან (ფომა N100). პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში. მ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
მ.ვ. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი:
ნ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25,0 ათასი ლარი.ნ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ნ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ,,ბავშვთა ადრეული განვითარების“ და ,,დღის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლე ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ბენეფიციართათვის დარჩენილი თანხის სრულად ანაზღაურებას ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან. ინდივიდვალური მომართვის საფუძველზე დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) ბენეფიციარები. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა), თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელი; ბ) შ.შ.მ ბენეფიციარების პირადობის მოწმობა და ბავშვის დაბადების მოწმობა; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამადასტურებელი მოწმობა; დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა, რომ აღნიშნული შ.შ.მ. ბენეფიციარი სარგებლობს ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით და მათგან ფინანსდებიან; ე) ცნობა მომსახურების მომწოდებლისგან, ბენეფიციარის (შ.შ.მ.პირის) მათი მომსახურების სარგებლობის შესახებ. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დახმარების მოცულობა განისაზღვება თანაგადახდის პრინციპით. ნ.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობისა და ოდენობის განსაზღვრა. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ნ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები
ნ.ე. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი
ო. ააიპ ,,ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი“ (პროგრამული კოდი 06 02 09) ო.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 532,6 ათასი ლარი. ო.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს განსაკუთრებით გაჭირვებული, უმწეო პირების კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ო.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევა, მომსახურების მომწოდებელი სუბიექტის შერჩევა, პროგრამის ბენეფიციარების ყოველდღიურად, ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, პროგრამის განხორციელების მონიტორინგი, მართვა. პ. ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირი (პროგრამული კოდი 06 02 10) პ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 5,0 ათასი ლარი. პ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა, საზოგადოებაში მათი ღირსეული ადგილის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. პ.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის კომუნალური ხარჯების დაფარვა; სხვადასხვა დასმული საკითხებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება. ჟ. ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 11). ჟ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 240.0 ათასი ლარი. ჟ.ბ. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ჟ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. პროგრამა ითვალისწინებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვირად განახლებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების თანადაფინანსებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0–70001–მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ერთწევრიან და ორწევრიან ოჯახებს აუნაზღაურდება 36 ლარი, სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 54 ლარი, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს –72 ლარი, რვა და მეტ წევრიან ოჯახებს –90 ლარი, მიმდინარე წლის განმავლობაში, 1 აპრილიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. თანხები გადანაწილდება თვეების მიხედვით პროპორციულად. თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მქონე ბენეფიციარებს. ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიის („ენერგო–პრო ჯორჯიას“) ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ჟ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობისა და დახმარების მოცულობის საკითხის გადაწყვეტა. ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება სოციალური დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. წარმოდგენილი ბენეფიციართა რაოდენობა დაუზუსტებელია და დაზუსტდება პროგრამის მიმდინარეობისას. ჟ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
რ. ააიპ ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 06) რ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 84,3 ათასი ლარი. რ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. რ.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექციისა და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო–აღმზრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადობრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის, პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების იდენტიფიცირება. ს. „შინ მოვლის“ მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) ს.ა. ქვეპროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური. ს.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 10,0 ათასი ლარი ს.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასს“ შორის 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, ორგანიზაციის მიერ ქალაქ ქუთაისში განხორციელებული „შინმოვლის“ პროგრამის თანადაფინანსებას. მემორანდუმის შესაბამისად, მომსახურება გაეწევათ ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს, რომლებიც მიჯაჭვული არიან საწოლს ან სახლს და ფიზიკური ან ფსიქიკური პათოლოგიის გამო ესაჭიროებათ დახმარება – შინ მოვლა. დახმარებაში იგულისხმება სამედიცინო და ფსიქო–სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა და მათზე გაწეული მომსახურების ჩამონათვალი ხარჯის მითითებით. ააიპ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასისათვის“ თანხის ანაზღაურება მოხდება, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით. ს.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |
თავი III
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები |
| მუხლი 24 |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარად გამოყენებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას.
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. |
| მუხლი 25 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები წარმოადგენენ შეერთებამდე (შერწყმამდე) არსებული სამსახურების სამართალმემკვიდრეებს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ. |
| მუხლი 26 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დამტკიცებული ასიგნებებიდან განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს არებული ვალდებულებებისა და გადასახდელების დაფარვა.
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 29.01.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 06.03.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №252 – ვებგვერდი, 01.04.2014წ. ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №255 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.07.2014წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.08.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №38 – ვებგვერდი, 19.09.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №40 – ვებგვერდი, 01.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. |
მუხლი 27.
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.10.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №55 – ვებგვერდი, 01.12.2014წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. |