შეტანილი იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, თვითმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის, „დ“; „ვ“; „თ“; „ლ“; „მ“; „პ“; „რ“; „ქ“; „შ“; „ძ“; ქვეპუნქტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება.
4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.“
|